en
ge

აქცია–კონცერტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“

თბილისი. 13 აპრილს. ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია-კონცერტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!" გაიმართა. მისი ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული პლატფორმაა, რომლის წევრია საქართველოში მომუშავე 115 არასამთავრობო ორგანიზაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას შეუერთდნენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები, საზოგადოების წარმომადგენლები. აქციაში მონაწილეობდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
აქციაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა მიმართა „დარწმუნებული ვარ რამდენიმე თვეში საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას..."
აქციას ესწრებოდა და საზოგადოებას მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით მნიშვნელოვანი შეკრება შედგა, რომელსაც სათავეში უდგას ყველაზე ჯანსაღი ძალა – სამოქალაქო საზოგადოება.
„ჩვენ ყველანი აქ ნათელი მიზნისათვის ვართ გაერთიანებული, რომელიც არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევანი. ეს არც რომელიმე პოლიტიკოსის ან სახელმწიფოს მოხელის არჩევანია, ეს არჩევანი არც მხოლოდ ჩვენ გაგვიკეთებია - მათ, ვინც აქ ერთადვდგავართ. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს ლაღი ქვეყანა - საქართველო, რომლებმაც თავისუფლება, სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძვლებში. ამიტომ ჩვენ აქ ვდგავართ არა მარტო ჩვენი არჩევანისთვის, არამედ იმ არჩევნისათვის, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სრულად


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)