თბილისი. ფერადინფოზე გამოქვეყნდა ვიზუალიზაცია „კეთილმოწყობის ღონისძიება", ანუ მილიონ–ნახევარი საპატრიარქოსთვის".
„გარდა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებისა, თბილისის გამგეობების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის „კეთილმოწყობის ღონისძიებების" პროგრამაშია გათვალისწინებული. ზოგადად, ამ პროგრამის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) თბილისის 2013 წლის ბიუჯეტიდან ეკლესია-მონასტრებისთვის გადარიცხული ფინანსების შესახებ ინფორმაცია მოიძია. „ლიბერალი" ამ მონაცემების ვიზუალურ ასახვას გთავაზობთ", ნათქვამია ფერადინფოზე.
წყარო: feradi.info