en
ge

სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რელიგიური ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით.
„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკმაყოფილებასა და კრიტიკას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსია არსებითი უკანდახევაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და პროცედურული გარანტიები...", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)