en
ge

გამჭვირვალობა 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „11 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ადგილი ჰქონდა სასამართლოს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და ქმედებებს. მართალია, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია. ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს გადაწყვეტილებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას საჯაროდ დაგმოს ამგვარი ქმედებები, რაც იქნება ამგვარი აგრესიის პრევენცია მომავალში", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023