სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, საჯარო კონსულტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გაუწიეს. საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.
„ამ შეხვედრებზე ხდება იმ იდეებისა და მოსაზრებების წარმოდგენა, მოქალაქეების და თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ისინი პრაქტიკაში ხედავენ. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო აპირებს ახალი ვადებულების აღებას ღია მმართველობის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში. ჩვენ გვინდა, რომ სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების ჩართულობა", - თქვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა სულხან სალაძემ.