იმერეთი. 16 აპრილს, საპარლამენტო სესიაზე დაჩქარებული წესით მოხდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტი მომზადდა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და გენდერული თანასწორობის ქსელის მხარდაჭერით.
დოკუმენტი 15 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებში განიხილეს. კანონპროექტის მიზანია, „გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონში ავტონომიური რესპუბლიკასთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება. ცვლილებების შესახებ, აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში