en
ge

საია – საყდრისი–ყაჩაღიანში სამთო სამუშაოების წარმოება დაუშვებელია

თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტის შესახებ ბოლო დროს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას „რომ პროაქტიულად, ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს იმ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება რომლის საფუძველზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის #01/01-1227 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა".
13 მარტს კულტურის სამინისტრომ შპს „RMG Gold”-ს საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე „სამთო სამუშაოების განახორციელების მიზნით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე. საიას ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, სამინისტროს 13 მარტის გადაწყვეტილება 2014 წლის 11 აპრილს ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავრობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან ჩერდება. კანონი ასევე ადგენს, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს", ნათქვამია საიას ინფორმაციაში
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023