en
ge

კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სკოლებისათვის

სამცხე–ჯავახეთი. 27 სექტემბერს ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში”, ასპინძის საჯარო სკოლის დარბაზში  გაიმართა კონფერენცია თემაზე: „1993 წელი 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა". მასში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა.
დასაწყისში კონფერენციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულებს. მომხსენებელთა ნამუშევრებში აისახა როგორც ისტორიული ფაქტები,  ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა მოგონებები და ომის მონაწილეების  მონათხრობები.
კონფერენციის ორგანიზატორმა – ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა – ყველა მონაწილეს  სერთიფიკატები,  ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ავტორებს, სერთიფიკატებთან ერთად, პრიზებიც გადასცა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)