თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობა" განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ „17 მაისს „იდენტობა” არ აპირებს საჯარო ან დახურული ღონისძიების გაკეთებას. ამის მიუხედავად, რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე ჯგუფები მდგომარეობას ხელოვნურად გამწვავებას მაინც გეგმავენ. ლგბტ ადამიანების დემონიზაციითა და მათი საყოველთაო ადამიანის უფლებების ევროკავშირთან ხელოვნურად დაკავშირებით, პრო-რუსული დაჯგუფებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას ცდილობენ. მათი სურვილია 17 მაისს განმეორდეს ის რაც უკრაინაში წლების წინ მოხდა: საპროტესტო გამოსვლები ნატოს წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის პრო-რუსულ ხელისუფლებას საბაბი მისცა ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე უარი ეთქვა...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ორგანიზაცია ამ საკითხზე დღეს, 17 აპრილს, 15:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს, მისამართი: თბილისი, რუსთაველის 27.
წყარო: identoba.com