თბილისი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუმა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით დაიწყო პროექტი – ,,დებატები განათლებისა და ინტეგრაციისათვის". პროექტის მიზანია საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელების საგანმანათლებლო მხარდაჭერა, რათა მოზარდებმა განივითარონ ინტელექტუალური და სოციალური უნარ-ჩვევები.
რუსთავის, თელავის და ქუთაისის ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში უკვე დაფუძნდა დებატკლუბები, სადაც ტრენერები მოზარდებს დებატების ტექნიკას ასწავლიან. ასევე, იგეგმება დებატების ოთხდღიანი ფორუმის გამართვა თბილისში, სადაც მოზარდებს ჩაუტარდებათ თემატური ლექციები, დებატების ტექნიკის ტრენინგები და მოეწყობა ტურნირი.
წყარო: cdi.org.ge