თბილისი. ჯამპსტარტ ჯორჯიამ ახალი ვიზუალიზაცია გამოაქვეყნა, რომელიც ელექტრონულ შესყიდვებს ეხება. 2010 წელს საქართველო ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადავიდა, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე მოდელია და კორუფციის აღმოფხვრას უწყობს ხელს. „თუმცა, საკანონმდებლო ბაზაში არსებული სამართლებრივი ხვრელები სახელმწიფო უწყებებს საშუალებას აძლევს, ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით გააფორმონ სატენდერო ხელშეკრულებები. ეს კი ხარჯებთან ერთად, ზრდის კორუფციის რისკს და, ზოგადად, ხარისხსაც აუარესებს", ნათქვამია ფერად ინფოზე..
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაზე დაყრდნობით, ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად გამოსახა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ტენდენციები 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით.
წყარო: feradi.info