en
ge

რეკომენდაციები მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. გამჭვირვალობა ოპტიმიზაციას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ–ერთ სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს, რაც მოიაზრებს დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების ჩამოყალიბებას. „...მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. გათვალისწინებულ უნდა იქნეს დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური, ისტორიული და კულტურული საკითხები. ეს მოითხოვს სოლიდური სამუშაოების განხორციელებას, ასევე მნიშნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას. მიგვაჩნია, რომ 2-3 თვეში ამ მოცულობის სამუშაოების განხორციელბა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული...", ნათქვამია ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023