en
ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ღია წერილი სემეკს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ღია წერილი გაავრცელა, რომლის ადრესატები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
წერილში ნათქვამია, რომ 7 მარტს ინსტიტუტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიიდან ინსტიტუტს ეცნობა, რომ „მოთხოვნათა 21 პუნქტიდან სულ დაკმაყოფილდა 4 მოთხოვნა, 2 არასრულყოფილად მოგვეწოდა, ხოლო დანარჩენ 15 პუნქტში ორგანიზაციას უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე...".
ინსტიტუტის კვლევების მიხედვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დასახალდა, როგორც 2012–1013 წლების საქართველოს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად. ინსტიტუტის ამ შეფასებას კომისიის მხრიდან მოჰყვა განცხადება „სემეკის შეფასება, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ ყველაზე დახურული დაწესებულება, არ შეესაბამება სიმართლეს...".
ინსტიტუტი „კიდევ ერთხელ მოვუწოდებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას შეცვალოს, წლების განმავლობაში დამკვიდრებული გაუმჭვირვალედ საქმიანობის პრაქტიკა".
სრულად
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023