en
ge

შეხვედრა მუხრანში

მცხეთა-მთიანეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ფონდი „ტასოს" წარმომადგენლები სოფელ მუხრანის კულტურის სახლში, ადგილობრივ ქალბატონებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მოსახლეობისათვის პროექტ „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" მიზნები და კომპონენტების გაცნობა იყო.  პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მოსახლეობამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც სოფელს აწუხებს.  
ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ეკონომიკური გაძლიერება, თემთა მობილიზება, ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს. მის ფარგლებში იგეგმება ქალებისათვის ტრენინგების ჩატარება, მათი გადამზადება და მცირე ბიზნესისათვის ხელშეწყობის კუთხით, გარკვეული აქტივობების ხელშეწყობა. 
მუხრანის გარდა, ბენეფიციართა ძებნა, სხვა ტერიტორიულ ორგანოებშიც იგეგმება. პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონებს თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და გალი წარმოადგენს.
წყარო:ginsc.net



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)