ქვემო ქართლი. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, პროექტის „ანგარიშვალდებული თვითმმართველობა" ფარგლებში, მომზადებული დადგენილება „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ, ამომრჩეველთათვის ანგარიშის ჩაბარების წესის შესახებ"ერთხმად იქნა მიღებული. დადგენილების მიხედვით, საკრებულოს წევრი ვალდებულია ყოველკვარტალური ანგარიში წარუდგინოს ამომრჩეველს. ასევე, მითითებულია ანგარისის წარდგენის ფორმატი და პროცედურები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში, იგეგმება საზოგადოების სხვადასხვა ფენების ინფორმირება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილების პოპულარიზაციისათვის საინფორმაციო კამპანიის მომზადება/ჩატარება.
კოალიციური პროექტი, „ანგარიშვალდებული თვითმმართველობა", რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" R-CSN ფარგლებში შექმნილი ჯგუფის, „თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარება" ფარგლებში შეიქმნა.
წყარო:cida.ge