იმერეთი. 22 აპრილს სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „პირველი სამედიცინო დახმარება". შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დაზარალებულს ოპერატიულად და მართებულად პირველადი დახმარება, როგორ უნდა მოხდეს გამოჯანმრთელების ხელშეწყობა და სხვა.
თანატოლთა განათლების ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) , აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში.