თბილისი. ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულმა კავშირმა (ICOMOS საქართველო) განცხადება გაავრცელა 22 აპრილს. იგი საქართველოში კულტურული მემკვიდრერობის დარგში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღება მიაპყროს და რეაგირება მოახდინოს ბოლო დროს კულტურის სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ქვეყანაში. „საფრთხის წინაშეა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა შექმნაში", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.rcchd.icomos.org.ge