თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას ახორციელებს. ორგანიზაციის რეგიონული ოფისებმა მონიტორინგი უკვე დაიწყეს.
დაკვირვების მიზანია სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა. საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ დადგენილი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, საარჩევნო სუბიექტებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერზე.
წყარო: gyla.ge