en
ge

ანგარიში - „ქართული მედია გარდამავალ პერიოდში“

თბილისი. 23 აპრილს, თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ანგარიში - „ქართული მედია გარდამავალ პერიოდში". ანგარიშში 2012 -2014 წლებში მომხდარი შემდეგი მოვლენებია ასახული: 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ქართული მედიის მუშაობა, „მეცხრე არხის" დახურვა, ახალი ტელევიზების (TV3, GDS) გამოჩენა და ტელეკომპანია „იმედის" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობა, მისი მანდატის გაფართოება და თვითრეგულირების მექანიზმის ხარვეზი - კანონით განსაზღვრული „დაინტერესებული პირის" ცნებით გამოწვეული პრობლემები.
ანგარიშში ასახული 2012 -2014 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი და საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისი, რაც სამეურვეო საბჭოს აურჩევლობამ გამოიწვია.
 „ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, მოსახლეობას ინფორმაცია მედიაორგანიზაციიის ფინანსური გამჭვირვალობისა და მედიამფლობელების შესახებ სრულფასოვნად უნდა მიეწოდოს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში უნდა შემუშავდეს მონოპოლიის არსებობის ხელისშემშლელი მექანიზმები, ამ პროცესის შესახებ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება და მასში აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023