თბილისი. 24 აპრილს, ხუთშაბათს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში (მის: ჭოველიძის #10) გაიმართება კონსულტაციის დღე. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფონდის პროგრამების მენეჯერებს შეხვდნენ და მიიღონ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებზე.
კონსულტაციები ჩატარდება პროგრამების მიხედვით:
უმაღლესი განათლება - 11:00 საათი;
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა-12:00 საათი;
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება-14:00საათი;
მედია-15:00 საათი;
ევროინტეგრაცია - 16:00 საათი.
წყარო: osgf.ge