თბილისი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. „19 აპრილს, 13:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იერუსალმიდან წინასააღდგომო ცეცხლის გადმოსვლის ტრადიციის აღსანიშნავი ღონისძიება გადაიცემოდა, რომელსაც კომენტირებას სასულიერო პირები უკეთებდნენ.
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვთვლით, რომ ტრანსლაციის პროცესში გაკეთებული კომენტარებისას, მაუწყებლის მხრიდან დარღვეული იყო როგორც „მაუწყებლობის შესახებ" კანონის, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მოთხოვნები", ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ჩამოთვლილია ის პუნქტები, რომლითაც საჩივრით მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.
წყარო: mdfgeorgia.ge