en
ge

საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისების შესახებ დისკუსია თელავში

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ,,კახეთის სამოქალაქო ლიგამ" გამართა პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა".
პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში ეფექტური სკოლამდელი აღზრდის პროცესის ხელშეწყობა მმართველობითი სისტემის გაუმჯობესების გზით.
დღეისთვის პროექტის ფარგლებში ჩატარებულია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სიღრმისეული კვლევები. კვლევები განხორციელდა მოწვეული დარგის ექსპერტების მიერ.
პროექტს ახორციელებს „კახეთის სამოქალაქო ლიგა" „რეგიონის განვითარების ცენტრთან"ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)