აჭარა. 23-24 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შშმ პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ორგანიზებით, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი სტერეოტიპებისა და კომპლექსების შესახებ.
ტრენინგის პირველი ნაწილი დაეთმო ლიდერობისა და მოტივაციის თემას. ტრენინგის ფარგლებში მიმოიხილა ანტიკური, შუასაუკუნისა და თანამედროვე მიდგომები/თეორიების ლიდერისა და იმ მახასიათებლების შესახებ, რომელიც ლიდერს უნდა ჰქონდეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი მოიცავდა შშმ პირებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად ჩართვის მიზნით, მოტივაციის ამაღლებას. მათი სამოქალაქო აქტიურობის ზრდას და სამომავლოდ, – მიღებული ინფორმაციის გადაცემას მათი მეშვეობით სხვა შშმ პირებისთვის.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ცვლილებების დროს" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”.