ქვემო ქართლი. 24 აპრილს, ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) - წარმომადგენლები რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაწესებულების თანამშრობლებს - პრაქტიკოს ფსიქიატრებს, სოციალურ მუშაკებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორგანიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სერვისის მიმღებ ქალთა საჭიროებების კვლევას ახორციელებს.
ორგანიზაციის წარმოადგენლებმა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია დაწესებეულების წარმომადგენლებს და სერვისის მიმღებ ქალებს უფასო იურიდიული და საადვოკატო დახმარება შესთავაზეს. ასევე დაიგეგმა დაწესებულების სისტემური მონიტორინგი, რომელიც ახლო მოავალში განხორციელდება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში