თბილისი. 30 აპრილს, „კივიტას გეორგიკას" ორგანიზებით ფოტო-გამოფენა გაიმართება. ღონისძიებაზე გამოიფინება პროექტის - „ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე" - ფარგლებში გადაღებული ფოტოები. 10 დღის განმავლობაში ქართველი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფები საქართველოში და აზერბაიჯანში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების ყოველდღიურ ცხოვრებას იღებდნენ. გამოფენაზე საუკეთესო ფოტო-ნამუშევრების ავტორებიც დაჯილდოვდებიან.
„ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე" აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაცია Uluchay-სა და კივიტას გეორგიკას ერთობლივი პროექტია, რომელიც Black Sea Trust-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობის, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში