en
ge

თანამშრომლობა ახალგაზრდულ პარლამენტსა და სერვისების განვითარების სააგენტოს შორის

ქვემო ქართლი. საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თანამშრომლობა დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა პროგრამების ამუშავება. საზოგადოებრივი ცენტრები პროექტის ელექტრონული მმართველობის დანერგვის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი და სახელმწიფო სერვისების სააგენტო გეგმავს საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა სერვისების დანერგვას, როგორიცაა: უფასო იურიდიული მომსახურება, ბიზნესკონსულტაციები, ასევე საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები: ვიდეოლექციები, ტრენერთა ტრენინგები სხვადასხვა სფეროში, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 25 აპრილს პირველი სიანფორმაციო შეხვედრა გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში. შეხვედრას ესწრებოდნენ სართიჭალისა და მიმდებარე სოფლების სკოლის მოსწავლეები,მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სოფელ მუღანდლოდან. შემდეგი შეხვედრა გაიმართება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)