თბილისი. 27 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლებას ცესკო და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა დ სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) უწევენ ორგანიზებას. ტრენინგში ის 10 არასამთავრობო ორგანიზაციის 29 წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებიც ბოლო არჩევნების მონაცემებით დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესებში იყვნენ ჩართულები.
სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღის პროცედურები და დამკვირვებელთა უფლებრივ მდგომარეობა, საარჩევნო დავებთან და განცხადება–საჩივრებთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.
ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები: „თავისუფალი არჩევანი", „ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსათვის", სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი