აჭარა. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" პროექტის - ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი" - ფარგლებში შექმნილი ადვოკატირების ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების კონკრეტული პრობლემების შესწავლას და ადვოკატირებას.
28 აპრილს ადვოკატირების ჯგუფმა მორიგი ასეთი მონიტორინგი განახორციელა, რომლის მიზანი იყო ქობულეთის ერთ-ერთ უბანში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, ასევე ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული ეკო მიგრანტების და მრავალსულიანი ოჯახების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი პირების და მარტოხელა მოხუცების სოციალური პრობლემების შესწავლა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში