en
ge

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მერიის ახალგაზრდულ პროგრამების შესახებ

აჭარა. 29 აპრილს, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირის „პროგრესის" ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ იმუშავებენ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების სამომავლო სტრატეგიის მიმართულებების შემუშავებაზე. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და განყოფილების უფროსი. სამუშაო ჯგუფი მსჯელობდა იმ პრობლემებსა და პრიორიტეტებზე, რომელიც ახალგაზრდების წინაშე დგას, ასევე პრიორიტეტებზე, რა მიმართულებითაც უნდა განხორციელდეს ახალგაზრდული პროგრამები. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)