თბილისი. ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში" ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო დისკუსია ფემინისტური პანკ–როკ მოძრაობის – Riot Girls-ის წევრებთან თემაზე – „არტი და ფემინისტური აქტივიზმი". შეხვედრაზე განიხილეს ხელოვნება, როგორც გამოხატვის ერთ–ერთი საშუალება ფემინისტურ აქტივიზმში. დისკუსიაზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს.
დისკუსიას კაფე „ფრონტლაინმა", 28 სექტემბერს, უმასპინძლა და მასში მონაიწლეობას იღებდნენ ალისონ ვულფი – ფემინისტური როკ–ჯგუფის „ბრატმობილის" დამაარსებელი და სოციალური აქტივისტი, ნადია ბაისე – ფემინისტი, პერფორმანს აქტივისტი, ბერნარდო სანტარელი – მუსიკოსი და სოციალური აქტივისტი, ირაკლი კაკაბაძე – მწერალი
წყარო: womenfundgeorgia.org