თბილისი. საქართველოს ახალგზარდა ეკონომისტებმა განცხადება გაავრცელეს განვითარების ბანკის შესახებ. ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 7 აპრილს გაავრცელეს ამ საკითხზე განცხადება, ახალ განცხადებაში ორგანიზაცია კვლავ აფიქსირებს თავის პოზიციას „მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა თუ რა მიზნით დაგეგმილია ამ ბანკის შექმნა, მისი არსებობა გაუმართლებელია და იგი გამოიწვევს ფინანსური ბაზრების განვითარების შეფერხებას და უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე", ნათქვამია განცხადებაში, სადაც ორგანიზაცია დეტალურად საუბრობს მიზეზებზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში