en
ge

საჯარო ლექცია: „გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში“

კახეთი. ,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით თელავის მედია კაფეში, გაიმართა კინოლოგ თამთა თათარაშვილის საჯარო ლექცია „გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში". ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კინომცოდნეს, გენდერის მკვლევარის, თამთა თათარაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში, თელავის მედია კაფეში, 8 საჯარო ლექცია ჩატარდება, რომელთა საერთო სახელწოდებაა „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში". მისივე თმით, პროექტის მიზანია თანასწორობის იდეის შესახებ ცნობიერების ამაღლება: ,,ჩემი ლექციის თემა იყო ,,რეპრესირებული სექსუალობა ქართულ კინოში’’. ვისაუბრეთ ქართულ საბჭოთა კინოში ქალთა და მამაკაცთა სახეების რეპრეზენტაციაზე. მთავარი მიზანი იყო ის, რომ ის მხატვრული ტექსტები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია და საყვარელი ფილმებია, კრიტიკულად დაგვენახა და გაგვეაზრებინა’’.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)