თბილისი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ანგარიშის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში" – პრეზენტაცია.
ანგარიში წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ-ის ) სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების მიხედვით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის შეფასებას. ანგარიში ასახავს ვაჭრობის, საბაჟო პროცედურების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, ინვესტიციებისა და კონკურენციის პოლიტიკის კუთხით ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური, თუ ადმინისტრაციული ცვლილებების ანალიზს და ამ რეფორმებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო სექტორის, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენელთა და დამოუკიდებელ ექსპერტთა შეხედულებებს.
წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი