en
ge

„ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე“ - გამოფენა

თბილისი. 30 აპრილს, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკამ" პროექტის - „ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე" - შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. კავკასიურ სახლში წარმოდგენილი იყო ქართველი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც საქართველოში და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცხოვრებას ასახავდა. გამოფენაზე დაჯილდოვდნენ საუკეთესო ფოტოების ავტორებიც.
„ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე" აზერბაიჯანული ორგანიზაცია Uluchay-სა და კივიტას გეორგიკას ერთობლივი პრიოექტია, რომელიც Black Sea Trust-ისა და Robert Bosch Stifung-ის მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის მიზანი იყო ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება, თანამშრომლობის, საერთო ინიცატივებისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფოტოები




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)