თბილისი. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 6 მაისს 17:00 საათზე, (კაფე ფოლკ გარდენი), ოფიციალურად გამოაცხადებს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014".
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში საქართველოში ევროკავშირის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
წყარო: media.ge