en
ge

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობოები პრემიერს პასუხობენ

თბილისი. კამპანიაში „ეს შენ გეხება" – ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ–მინისტრის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. 1 მაისს ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კკამპანიაში „ეს შენ გეხება" ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. ... საგანგაშოა პრემიერ–მინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას" ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას. პრემიერ–მინისტრის ბრალდებები არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინიციტივების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში".
სრულად
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)