აჭარა. ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა, 2 მაისს, საგზაო უსაფრთხოების თემაზე ადვოკატირების კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. ცენტრის წევრებმა პირველ საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის თანატოლთა ტრენინგი ჩაატარეს.
ადვოკატირების კამპანია ტარდება ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.აღნიშნული ტრენინგი კიდევ ბათუმის 3 საჯარო სკოლაში გაიმართება.
ადვოკატირების კამპანია იმართება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში