თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. ორგანიზაციის განცხადებით, „არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „აგვისტოს 5 დღის" პრემიერის შემდგომ საქველმოქმედო ვახშამი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივის ნაცვლად, ხელისუფლების ღონისძიება გახლდათ. საიდანაც შემოსული თანხა, ადგილნაცვალი პირების დახმარების მაგივრად, საღამოს საორგანიზაციო საკითხებს, მთლიანობაში კი ყოფილი მმართველი პარტიის ინტერესებს მოხმარდა".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში