სამცხე–ჯავახეთი. ასოციაცია ტოლერანტთან არსებულმა სასწავლო–პროფესიულმა ცენტრმა ,,პროფესიონალმა" საკურორტო და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით გიდები გადაამზადა. გიდების გადამზადება გაეროს განვითარების პროგრამის - „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა" - ფარგლებში მოხდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წაღვერში ტურისტული ცენტრიც გაიხსნა.
გიდებმა ხუთკვირიანი სასწავლო კურსი შემდეგ საკითხებზე გაიარეს:. ტურიზმის ტერმინების დეფინიცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მოგზაურობა და კულტურული შოკი, მარშრუტის დამუშავება, სამგზავრო ინფორმაციის ტექსტი და მისი მომზადება, სამახსოვრო ტექსტების მომზადება, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის შემადგენელი ელემენტები, მოქცევის ეტიკეტი, დიალოგი ტურისტთან და სხვ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფინეთის მთავრობაა.