სამცხე–ჯავახეთი. ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, ადვოკატირება და მონიტორინგი - ამ საკითხებზე საქართველოს შეფასების ასოციაციამ, ახალციხეში, ეთნიკური უმცირესობებისთვის ტრენინგი გამართა.
ტრენინგები პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართვის მიზნით" - ფარგლებში საქართველოს ოთხ ქალაქში ახალციხეში, ახალქალაქში, გარდაბანსა და ბოლნისში იმართება.
ტრენინგების თემატიკა კვლევის შედეგების შესაბამისად შეირჩა და მისი მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მის მიერ არჩევნებში გადამწყვეტი როლის გაცნობიერება და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვაა.