თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს. „უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ, საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის თაობაზე. რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ფარულმა წყარომ მიაწოდა "რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა. ...მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ობიექტური, სრულყოფილი და დროული გამოძიება ...", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge