თბილისი. 8 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრის საერთაშორისო დღეს აქციით აღნიშნავს.
„8 მაისს ეწვიეთ ფრანგული კაფეტერიების ქსელს „ანტრე", შეიძინეთ ნამცხვარი წითელი ჯვრის ემბლემით და გახდით ქველმოქმედი. აქციიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებული ბენეფიციარების საჭიროებებს".
საქველმოქმედო ღონისძიება ეწყობა „წითელი ჯვრის კვირეულის" ფარგლებში, რომელიც 1-8 მაისს მიმდინარეობს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში