თბილისი. მალე ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვებ-პლატფორმა www.MEVAPINANSEB.ge გაჩნდება. იგი საქართველოსთვის ინოვაციური პროექტია, სადაც არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოაქვეყნებენ ორიგინალურ იდეებს და ვებგვერდის მეშვეობით დონორების მოძიებას შეეცდებიან. „დაფინანსების მოძიება მოხდება ე.წ Crowdfunding მეშვეობით, რაც გულისხმობს დაფინანსების მიღებას იდეის გულშემატკივარი ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან. Crowdfunding-ის დროს, დაფინანსების მოძიება, ძირითადად ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. ეს არის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დონორსა და იდეის ავტორს", ნათქვამია ფონდ „ღია – საზოგადოება საქართველოს" გვერდზე.
წყარო:ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს გვერდი სოციალურ ქსელში