en
ge

ანაზღაურებადი სტაჟირების ღია კარის დღე

თბილისი. აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში (EWMI G-PAC) 10 ოქტომბერს 12:00–დან 6:00 საათამდე გაიმართება ღია კარის დღე. შეხვედრაზე მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ ინფორმაციას ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომელიც საჯარო პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირების, პოლიტიკური მეცნიერების და მსგავსი დარგების მაგისტრატურის სტუდენტებს თვიურად 250 დოლარამდე ანაზღაურებას სთავაზობს, რათა მათ ანალიტიკურ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან სამთვარობო ინსტიტუტებთან იმუშაონ.
EWMI G-PAC-ის თანამშრომლები პრეზენტაციას 4:30 საათზე ინგლისურ ენაზე გამართავენ, მათთან პროგრამის შესახებ გასაუბრება კი დაინტერესებულ პირებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. ღონისძიებას ამჟამინდელი და ძველი სტაჟიორებიც დაესწრებიან, ისინი დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. 
სრულად
წყარო: ewmi-gpac.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)