თბილისი. 8 მაისს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში გაიმართება ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბროშურის „10 მითი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ" პრეზენტაცია. აღნიშნული ბროშურა დაიბეჭდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. შეხვედრა გაიმართება ევროპული კვირეულის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით.
ასევე გაიმართება დისკუსია საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში კულტურულ პროგრამას წარმოადგენენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „კრწანისი", ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ნანა" და გოგონათა კვარტეტი „ედელვაისი".
შეხვედრა გაიმართება 8 მაისს, 12:00 საათზე, ქვემო ჭონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილი 20.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში