en
ge

ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაცნობა

თბილისი. 6 მაისს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდა საქართველოსა და მოლდოვის სახელმწიფო, დიპლომატიური, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. ღონისძიება გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნები საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად" – ფარგლებში.
პროექტის მიზანია ქართული და მოლდოვური მხარისთვის, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვისთვის ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) იმპლემენტაციის პროცესში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023