თბილისი. 8 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და გადასახადის გადამხდელთა კავშირმა მრგვალი მაგიდა გამართეს თემაზე: „სახელმწიფო საწარმოების როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში".
შეხვედრაზე წარმოადგინეს სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების მიმოხილვითი ანალიზი. რომლის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. მონაწილე ექსპერტებმა და არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო საწარმოების არსებობის მიზანშეწონილობასა და მათი ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს და სექტორის სამომავლო განვითარებაზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარმოადგინეს.
ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) ფარგლებში ჩატარდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში