თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ახალ წიგნს „ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და რუსეთის შედარება".
წიგნში ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში დეცენტრალიზაცია იქცა ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად პოლიტიკური რეფორმების დაგეგმვის და განხორციელების დროს. წიგნში ასევე განხილულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და რუსეთის მაგალითები.
რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.
წყარო: participate.ge