სამცხე-ჯავახეთი. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. პროექტის მიღების შემთხვევაში, მოსახლეობის მიერ არჩეული დეპუტატი ვალდებული იქნება 6 თვეში ერთხელ ანგარიში წარუდგინოს საკუთარ ამომრჩეველს, თუ რა გააკეთა რას გეგმავს და ა.შ.
იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირება (გატანა) საკრებულოს სხდომაზე, საჭიროა შეგროვდეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% -ის ხელმოწერა. ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას ხელი მოაწერონ პეტიციას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში