სამცხე–ჯავახეთი. სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე პროექტი ,,ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა" დასასრულს უახლოვდება. პროექტის განმახორციელებელმა საინიციატივო ჯგუფმა საკუთარ ვებგვერდზე
sjn.ge ინტერნეტჟურნალ ,,ყარყატების სოფელის" ბოლო ნომერი ატვირთა.
ერთი წლის განმავლობაში ვებგვერდზე გამოქვეყნდა არაერთი საინტერესო ფოტო–ვიდეო მასალა და ისტორიები ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში მცხოვრები დუხობორების შესახებ. საინიციატივო ჯგუფის წევრის გულო კოხოძის თქმით ამჟამად ჯგუფი მუშაობს მულტიმედიაზე – „სამლოცველო სახლის ისტორია".
პროექტი ,,ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა" ხორციელდება ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდის ,,სიცოცხლე მშვენიერია" მხარდაჭერით და მისი მიზანი დუხობორების თემის მოსახლეობისთვის გაცნობა და მათი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.